ფუტკრის შხამი

ფუტკრის პროდუქცია

ფუტკრის შხამი დედა და მუშა ფუტკრების სპეციალური ჯირკვლებით გამოიყოფა. ფუტკარი შხამს თავდაცვისთვის გამოიყენებს. ეს არის გამჭირვალე, ბლანტი სითხე, მწარე გემოთი და მძაფრი სუნით, რომელიც თაფლის სუნს მოგვაგონებს. შხამის ქიმიური შემადგენლობა რთულია. ის შეიცავს ამინომჟავების კომპლექსს, ცილებს, მინერალურ და ცხიმოვან ნივთიერებებს, მარილმჟავას, ორთოფოსფორულ და ჭიანჭველმჟავას (მჟავები, რომლებიც ფუტკრის დანესტვრისას წვის შეგრძნებას იწვევენ), მიკროელემენტებს: კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, სპილენძს, თუთიას. შეიცავს ნორადრენალინს, მძლავრ ტკივილგამაყუჩებელ პეპტიდ – ადოლანინს, რომელსაც გააჩნია მკვეთრად გამოხატული ანთების საწინინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ფერმენტ მელიტინს, რომლის წყალობითაც აქვს მვეთრად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
ფუტკრის შხამის მცირე დოზები ადამიანის ორგანიზმში აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აღადგენს და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, აფართოებს სისხლძარღვებს, სისხლში ადაბლებს ქოლესტერინს, აყუჩებს ტკივილს, ზრდის საერთო ტონუსს და შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს ძვლის ტვინის მუშაობას, შედეგად იზრდება ერითროციტებისა და ჰემოგლობინის რიცხვი, დაბლდება სისხლის შედედების უნარი, რაც მნიშვნელოვანია ინფარქტისა და ინსულტის პროფილაქტიკისთვის. ახდენს ნერვებისა და კუნთების აღგზნებადობის აღდგენას, აუმჯობესებს ძილს. 

 
We use cookies
Cookie preferences
Below you may find information about the purposes for which we and our partners use cookies and process data. You can exercise your preferences for processing, and/or see details on our partners' websites.
Analytical cookies Disable all
Functional cookies
Other cookies
ღილაკის დაჭერით ვეთანხმები შეთანხმების პირობებს. Learn more about our cookie policy.
Accept all Decline all Change preferences
Cookies